Facebook-მა GIPHY-ი $400 მილიონად იყიდა
  GIPHY – გიფების პლატფორმა  სოციალურ ქსელებშია ინტეგრირებული, ახლა კი ის Facebook-მა, 400 მილიონ დოლარად იყიდა. GIPHY ფეისბუკის მფლობელობაში არსებული სოციალურ ქსელ Instagram-ის  შეუერთდა – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ვაურაუდობენ რომ აპლიკაციის მოხმარება მნიშვნელოვნად შეიცვლება ასევე უცნობია იქნება თუ არა კვლავ ადპტირებული სხვა სოციალურ ქსელებთან როგორიც არის TWITER -ი და სხვა რომლების არ შედიან FACEBOOK-ის ჰოლდინგში  

სტატიის ავტორი:

2020-05-18

მეტის ნახვა
 
Facebook Shop – ყიდვა-გაყიდვა პირდაპირ სოციალური ქსელიდან იქნება შესაძლებელი
Facebook-სა და Instagram-ს ახალი ფუნქცია Shops ემატება. ამ გზით, ნებისმიერ ბიზნესს პროდუქტის  სოციალურ ქსელებზე განთავსება და გაყიდვა შეეძლება. მარკ ზაკერბერგის თქმით, Facebook Shops  ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება COVID-19-ის პირობებში, პრობლემების მქონე ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, ეს ფეისბუკის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელ. კომერციის მიმართულებით და ის ფეისბუკს Amazon-ისა თუ eBay-ს კონკურენტად ხდის. Facebook Shops საშუალებას აძლევს ბიზნესებს პლატფორმაზევე, უფასოდ და მარტივად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, შიგნით კი განათავსონ კატალოგები, პროდუქტები. ასევე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება, სადაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ან პირდაპირ, ფეისბუკზევე ყიდვა. აღსანიშნავია, რომ ამისათვის როგორც ფეისბუკზე, ასევე ინსტაგრამზე გადახდის მეთოდია ინტეგრირებული. სამომავლოდ, კომპანია Shops-ის ამოქმედებას WhatsApp-სა და Messenger-შიც გეგმავს.

სტატიის ავტორი:

2020-05-22

მეტის ნახვა
 
Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა
Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა. ეს ეხება „ნიკონის“ ყველა ონლაინ კურსს, ანუ 10 მიმართულებას. თითოეული ასეთი კურსი, როგორც წესი, 15-დან 50 დოლარამდე ღირდა. თუმცა, მათი გამოყენება, 30 აპრილამდე, უფასოდ შეგიძლიათ. თითოეულ კურსს პროფესიონალი ფოტოგრაფი უძღვება, ზოგი მათგანი კი „ნიკონის“ სპეციფიკურ პროდუქციას ეთმობა. აქ ისწავლით ფოტოგრაფიის ფუნდამენტურ წესებს, ასევე იმას, თუ როგორ გადაუღოთ ფოტოები თქვენს შინაურ ცხოველებს, ბავშვებს, ან როგორ გადაიღოთ ვიდეოკლიპი. ამისათვის არ არის აუცილებელი Nikon-ის კამერა გქონდეთ. იმისათვის, რომ კურსი გაიაროთ, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და დარეგისტრირდეთ.

სტატიის ავტორი:

2020-04-03

მეტის ნახვა
 
Facebook-მა Messenger-ის დესკტოპ აპლიკაცია გამოუშვა
 Facebook Messenger შეგიძლიათ დესკტოპ აპლიკაციის სახით გამოიყენოთ. მისი გადმოწერა როგოც App Store-იდან, ასევე Microsoft Store-დან შეგიძლიათ. Messenger-ის დესკტოპ ვერსიაში ინტეგრირებულია მობილური ვერსიის ფუნქციების დიდი ნაწილი. ხაზგასასმელია ის, რომ აქ ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქციის გამოყენებას შეძლებთ, რაც შეიძლება თანამედროვე, იზოლაციისა და დისტანციური მუშაობის საჭიროებებს დავუკავშიროთ. ასევე, აპლიკაციას აქვს ღამის რეჟიმიც (Dark Mode).

სტატიის ავტორი:

2020-04-03

მეტის ნახვა
 
მალე ქართული App Store გახდება ხელმისაწვდომი
 კომპანია Apple-მა ოფიციალურ ვებ გვერდზე App Store-ის განახლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში კომპანია დეველოპერებს მადლობას უხდის, იმისთის რომ App Store-ს უსაფრთხოსა და მრავალფეროვანს ხდიან. Apple-მა დაანონსა რომ App Store მალე ოც ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. 9to5mac.com-ის ცნობით ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის. ღსანიშნავია რომ დღეს ონლაინ მარკეტით სარგებლობა 155 ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალი ლოკაციების დასამატებლად, Apple-მა დეველოპერებს მოუწოდა 10 აპრილამდე განაახლონ App Store.  ქართული App Store-ის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს, მისთვის რელევანტურ კონტენტს და რაც მნიშვნელოვანია, სერვისების შეძენა უკვე ქართული ბარათებითაც გახდება ხელმისაწვდომი.  ჯერჯერობით უცნობია როდის დაემატება ახალი ქვეყნები App Store-ს.   

სტატიის ავტორი:

2020-03-29

მეტის ნახვა
 
TikTok $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს
TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას. საუბარია Musical.ly-ს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებაზე. Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა. TikTok ამჟამადაც ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedance-ს და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, TikTok-ზე დაახლოებით 800 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული.

სტატიის ავტორი:

2020-05-04

მეტის ნახვა