maxshop

მოდა და ტექნოლოგიები, ამჯერად, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ერთმანეთთან – Prada-მ თანამედროვე მომხმარებლისათვის საინტერესო აქსესუარი წარადგინა. ეს არის სამაჯური, რომელშიც ამავდროულად, უსადენო ყურსასმენების – AirPods-ის  მოთავსებაა შესაძლებელი.

სამაჯური შედგება ტყავის მანჟეტის და მეტალის სათავსოსაგან, რომელზეც Prada-ს ლოგოა ამოტვიფრული. სწორედ ეს სათავსოა AirPods-ის ქეისი შესანახად განკუთვნილი. ამგვარად, აქსესუარის მფლობელი, ძვირადღირებულ მოდურ დეტალს და პრაქტიკულ ნივთს ერთდროულად ატარებს.

სტატიის ავტორი , 2020-11-11