Google Maps Apple Watch-ში კვლავ ხელმისაწვდომი ხდება
გაუჩინარებული Google Maps-ი  მალე Apple Watch-ში კვლავ გამოჩნდება. “გუგლის” მიერ შექმნილი აპლიკაციის ახალი ვერსიის საშუალებით, შესაძლებელია მარშრუტის მიმართულების ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა და დანიშნულების ადგილამდე მისვლის სავარაუდო დროის განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დამფუძნებელი კომპანია – “გუგლი” ავრცელებს. ამჯერად Maps დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით გამოჩნდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Apple Watch-ის აპლიკაციების მაღაზიაში. კვირის ბოლომდე, ასევე, იგეგმება Google-ის განახლებაც, რომელიც გაზრდის Maps-ის აპების შესაბამისობას Apple-ის CarPlay სისტემასთან. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ერთდროულად შეეძლებათ, მოუსმინონ მუსიკას ან შეამოწმონ კალენდარი Google Maps-ით სარგებლობის დროს. რუკა ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩნდება, ხოლო სხვა მახასიათებლები, მაგალითად მუსიკა – მარჯვნივ.

სტატიის ავტორი:

2020-08-13

მეტის ნახვა
 
ჭკვიანი პირბადე რომელიც 8 ენაზე თარგმნის
Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, პირბადე  ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა იაპონურმა კომპანიამ  Donut Robotics-მა  პირბადის სულ სხვა ვარიაცია უჩვენა და სმარტ პირბადე C-Face შექმნა. პირბადე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოლაპარაკის სიტყვებს არჩეულ 8 ენაზე თარგმნის. C-Face არ იცავს ადამიანს კორონავირუსისგან. იგი თეთრი ფერის პლასტიკური მასალისა და სილიკონისგან დამზადებული ნიღაბია, რომელშიც მიკროფონია ჩამონტაჟებული. ბლუთუზის საშუალებით კი 10 მეტრის რადიუსში ამყარებს იმ ადამიანის სმარტფონთან კონტაქტს, რომელთანაც კომუნიკაციის დამყარება გსურთ. აპლიკაცია თქვენს საუბარს სასურველ ენაზე თარგმნის და მსმენელის მობილურში ტექსტური სახით აჩვენებს. ამ დროისთვის C-Face-ს რვა ენაზე თარგმნა შეუძლია, რომელთა შორის არის იაპონური, ჩინური, კორეული, ვიეტნამური, ინდონეზიური, ინგლისური, ესპანური და ფრანგული. Donut Robotics იაპონიის ფუკუოკას პრეფექტურაში 2014 წელს დაფუძნდა, 2016 წელს კი სტარტაპმა მთარგმნელი რობოტის პროტოტიპი Cinnamon წარმოადგინა. რობოტი ერთი წლის შემდეგ ტოკიოში, ჰენედას საერთაშორისო აეროპორტში გამოსცადეს. მისი მიზანი კი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიცემა და აეროპორტში ნავიგაციის გამარტივება იყო. აღმასრულებელი დირექტორის, ტაისუკე ონოს, განცხადებით, ნიღაბი ვირუსისგან არათუ არ იცავს, არამედ მასზე არსებული სუნთქვისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ნახვრეტები ორგანიზმში ვირუსის შეღწევის რისკის მატარებელია, ამიტომ გამომგონებლებმა მის შიგნით სტანდარტული პირბადის ტარების რეკომენდაცია გასცეს. კომპანიის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის დეკემბრისთვის იაპონიაში 5-დან 10 ათასამდე C-Face იქნება ხელმისაწვდომი, რომლის სავარაუდო ფასიც 40-50 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.

სტატიის ავტორი:

2020-08-06

მეტის ნახვა
 
Facebook-მა GIPHY-ი $400 მილიონად იყიდა
  GIPHY – გიფების პლატფორმა  სოციალურ ქსელებშია ინტეგრირებული, ახლა კი ის Facebook-მა, 400 მილიონ დოლარად იყიდა. GIPHY ფეისბუკის მფლობელობაში არსებული სოციალურ ქსელ Instagram-ის  შეუერთდა – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ვაურაუდობენ რომ აპლიკაციის მოხმარება მნიშვნელოვნად შეიცვლება ასევე უცნობია იქნება თუ არა კვლავ ადპტირებული სხვა სოციალურ ქსელებთან როგორიც არის TWITER -ი და სხვა რომლების არ შედიან FACEBOOK-ის ჰოლდინგში  

სტატიის ავტორი:

2020-05-18

მეტის ნახვა
 
AIRPODS -ის ჩასადები სამაჯური პრადასგან
მოდა და ტექნოლოგიები, ამჯერად, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ერთმანეთთან – Prada-მ თანამედროვე მომხმარებლისათვის საინტერესო აქსესუარი წარადგინა. ეს არის სამაჯური, რომელშიც ამავდროულად, უსადენო ყურსასმენების – AirPods-ის  მოთავსებაა შესაძლებელი. სამაჯური შედგება ტყავის მანჟეტის და მეტალის სათავსოსაგან, რომელზეც Prada-ს ლოგოა ამოტვიფრული. სწორედ ეს სათავსოა AirPods-ის ქეისი შესანახად განკუთვნილი. ამგვარად, აქსესუარის მფლობელი, ძვირადღირებულ მოდურ დეტალს და პრაქტიკულ ნივთს ერთდროულად ატარებს.

სტატიის ავტორი:

2020-11-11

მეტის ნახვა
 
Facebook Shop – ყიდვა-გაყიდვა პირდაპირ სოციალური ქსელიდან იქნება შესაძლებელი
Facebook-სა და Instagram-ს ახალი ფუნქცია Shops ემატება. ამ გზით, ნებისმიერ ბიზნესს პროდუქტის  სოციალურ ქსელებზე განთავსება და გაყიდვა შეეძლება. მარკ ზაკერბერგის თქმით, Facebook Shops  ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება COVID-19-ის პირობებში, პრობლემების მქონე ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, ეს ფეისბუკის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელ. კომერციის მიმართულებით და ის ფეისბუკს Amazon-ისა თუ eBay-ს კონკურენტად ხდის. Facebook Shops საშუალებას აძლევს ბიზნესებს პლატფორმაზევე, უფასოდ და მარტივად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, შიგნით კი განათავსონ კატალოგები, პროდუქტები. ასევე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება, სადაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ან პირდაპირ, ფეისბუკზევე ყიდვა. აღსანიშნავია, რომ ამისათვის როგორც ფეისბუკზე, ასევე ინსტაგრამზე გადახდის მეთოდია ინტეგრირებული. სამომავლოდ, კომპანია Shops-ის ამოქმედებას WhatsApp-სა და Messenger-შიც გეგმავს.

სტატიის ავტორი:

2020-05-22

მეტის ნახვა
 
Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა
Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა. ეს ეხება „ნიკონის“ ყველა ონლაინ კურსს, ანუ 10 მიმართულებას. თითოეული ასეთი კურსი, როგორც წესი, 15-დან 50 დოლარამდე ღირდა. თუმცა, მათი გამოყენება, 30 აპრილამდე, უფასოდ შეგიძლიათ. თითოეულ კურსს პროფესიონალი ფოტოგრაფი უძღვება, ზოგი მათგანი კი „ნიკონის“ სპეციფიკურ პროდუქციას ეთმობა. აქ ისწავლით ფოტოგრაფიის ფუნდამენტურ წესებს, ასევე იმას, თუ როგორ გადაუღოთ ფოტოები თქვენს შინაურ ცხოველებს, ბავშვებს, ან როგორ გადაიღოთ ვიდეოკლიპი. ამისათვის არ არის აუცილებელი Nikon-ის კამერა გქონდეთ. იმისათვის, რომ კურსი გაიაროთ, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და დარეგისტრირდეთ.

სტატიის ავტორი:

2020-04-03

მეტის ნახვა