maxshop

 კომპანია Apple-მა ოფიციალურ ვებ გვერდზე App Store-ის განახლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში კომპანია დეველოპერებს მადლობას უხდის, იმისთის რომ App Store-ს უსაფრთხოსა და მრავალფეროვანს ხდიან. Apple-მა დაანონსა რომ App Store მალე ოც ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. 9to5mac.com-ის ცნობით ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის.

ღსანიშნავია რომ დღეს ონლაინ მარკეტით სარგებლობა 155 ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალი ლოკაციების დასამატებლად, Apple-მა დეველოპერებს მოუწოდა 10 აპრილამდე განაახლონ App Store

ქართული App Store-ის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს, მისთვის რელევანტურ კონტენტს და რაც მნიშვნელოვანია, სერვისების შეძენა უკვე ქართული ბარათებითაც გახდება ხელმისაწვდომი. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დაემატება ახალი ქვეყნები App Store-ს. 

 

სტატიის ავტორი , 2020-03-29